Belive

"URC ერთადერთი სათანადო ტურნირია, რომელზეც შეიძლება, რომ მიგვიწვიონ" - ლევან მაისაშვილი

4 თვის წინ რაგბი
1 წთ

ავტორიტეტულ სარაგბო გამოცემასთან საუბარში, ლევან მაისაშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ უნდა ჩაერთოს "შავი ლომი" გაერთიანებულ სარაგბო ჩემპიონატში (URC).

Rugbypass ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და "შავი ლომის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, რომელიც ამჟამად საქართველოს რაგბის კავშირის მაღალი მიღწევების დირექტორია, აცხადებს, რომ "შავი ლომი" URC-ში სათამაშოდ ლოჯისტიკურად მზადაა.

ქართველები თავმდაბალი ხალხი ვართ - ჩვენ არ ვართ ამპარტავნები. მაგრამ რეალობა ისაა, რომ 2022 წელს, 9-თვიან ინტერვალში შევძელით იტალიისა და "პრინციპალიტიზე" უელსის დამარცხება. "პრინციპალიტიზე" ბევრ ნაკრებს არ უზეიმია გამარჯვება და ბევრი მწვრთნელი არ დაბრუნებულა ამ სტადიონიდან გამარჯვებული.

ეს დიდებული შეგრძნებაა და სწორედ ისაა, რაც გვსურს. ჩვენ გვჭირდება შესაძლებლობა - გვჭირდება შესაძლებლობა, რომ მივიღოთ კიდევ უფრო მეტი დიდი თამაში. სწორედ ამიტომ შევქმენით "შავი ლომი". რა თქმა უნდა, მივიღეთ "ჩელენჯ ქაფზე" თამაშის უფლება, მაგრამ ეს საკმარისი არაა.

აქ ასპარეზობით 4 თამაშს იღებ - მაქსიმუმი კი 8 თამაშია იმ შემთხვევაში, თუ ფინალში გახვალ. ეს საკმარისი არაა - ჩვენ გვჭირდება გაცილებით უფრო თანმიმდევრული ჩემპიონატი. რაგბი ევროპის სუპერთასიც არ გვაძლევს საკმარის შესაძლებლობას. ამ ტურნირზე 6-7 თამაში გვიწევს და ჩვენთვის კონკურენტუნარიანი ტურნირი არაა. ვენ გვჭირდება მეტად თანმიმდევრული ჩემპიონატი, მეტი თამაში და მეტი დიდი მატჩი.

მოხარული ვიქნებოდი, რომ ეროვნული ნაკრების მოთამაშეების 60% "შავ ლომში" თამაშობდეს, მაგრამ ქართულ ფრენჩაიზს სჭირდება მეტი მაღალი დონის თამაში. ჩვენი ძირითადი მიზანი გაერთიანებული სარაგბო ჩემპიონატია. ჩვენ გვჭირდება, რომ URC-ში ვითამაშოთ. გასულ წელს, როდესაც დიდ გუნდებთან თამაშის შანსი მივიღეთ, "გლოსტერს" საოცარი წინააღმდეგობა გავუწიეთ და ნუგეშის ქულაც ავიღეთ, "სკარლეტსი" კი ლჰანეჰლიში დავამარცხეთ.

ჩვენ ვართ კონკურენტუნარიანი გუნდი და თუ მოგვეცემა URC-ში თამაშის შესაძლებლობა, კიდევ უფრო ძლიერები გავხდებით. პირობას გაძლევთ, ვიქნებით გაცილებით უფრო ძლიერი გუნდი, ვიდრე ამ ტურნირში მონაწილე გუნდების უმრავლესობა, რომლებიც მუდამ ცხრილის ფსკერზე არიან.

ჩვენ ვეძებთ შესაძლებლობებს, თუ სად შეიძლება ვითამაშოთ. თუ ეძებ, რაიმე თანმიმდევრულს, URC ერთადერთი სათანადო ტურნირია, რომელზეც შეიძლება, რომ მიგვიწვიონ. საფრანგეთში განსხვავებული წესები მოქმედებს და ჩვენ არ შეგვიძლია Pro D2-ში თამაში.

ჩვენ შეგვიძლია დავგეგმოთ და გამოვნახოთ სათანადო ბიუჯეტი გაერთიანებულ სარაგბო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენთვის ამ ლოჯისტიკური საკითხების მოგვარება მარტივია. მზად ვართ, რომ ეს გამოწვევები გადავლახოთ - ჩვენ უბრალდო გვჭირდება ნებართვა. - ლევან მაისაშვილი.

შეგახსენებთ, პირველი ქართული ფრენჩაიზი "შავი ლომი" 2021 წელს დაარსდა და რაგბი ევროპის სუპერ თასის უპირობო ლიდერად ჩამოყალიბდა. ფრენჩაიზმა ასევე იასპარეზა "ქარი ქაფის" პირველ დივიზიონში და სამხრეთ ამერიკაში გამართულ ტურნირზეც ითამაშა მიწვეული გუნდის სტატუსით.

EPCR-მა 2023/24 წლების სეზონში, "შავი ლომი" "ჩელენჯ ქაფზე" სათამაშოდ მიიწვია, სადაც ქართული ფრენჩაიზი "გლოსტერთან" მძიმე ბრძოლაში 10:15 დამარცხდა, ხოლო ლჰანეჰლიში "სკარლეტსი" 7:23 დაამარცხა.

2024/25 წლების სეზონში, "შავი ლომი" თბილისში "ვანსა" და "ბაიონას" დაუპირისპირდება, ხოლო "სკარლეტსისა" და "ედინბურგის" წინააღმდეგ საგარეო მატჩებს გამართავს.

სხვა სტატიები