Belive

რაგბი ევროპა | ბორჯღალოსნების ძირითადი შემადგენლობა ნიდერლანდების წინააღმდეგ

1 დღის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მეცხრედ მოგებას ცდილობს და ამ გზაზე ჯგუფური ეტაპის მორიგ მატჩს მართავს. 15 თებერვალს, 16:00 საათზე, ბორჯღალოსნები ნიდერლანდებს დაუპირისპირდებიან.

ჩვენი ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციანი განაცხადი დაასახელა, სადაც წინა მატჩის შემდეგ, შვიდი ცვლილებაა.

ბორჯღალოსნების რაზმი

ხაზი: 15. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი შველიძე (ბრივი), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 11. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (ოიონა), 9. გელა აფრასიძე (პერპინიანი);

შერკინება: 1. ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. დავით ლაგვილავა (პერპინიანი), 6. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. მამუკა მსტოიანი (აჟენი), 18. ბაჩუკი ჭუმბაძე (ექსეთერი), 19. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 20. ანდრო დვალი (პერპინიანი), 21. იოანე იაშაღაშვილი (მონ დე მარსანი); 22. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 23. თედო აბჟანდაძე (ორიაკი).

სხვა სტატიები