Belive

შავმა ლომმა რაგბი ევროპის სუპერთასი კარგად დაიწყო

3 თვის წინ რაგბი
1 წთ

რაგბი ევროპის სუპერთასზე "შავმა ლომმა" ასპარეზობა "იბერიანსთან" დიდი სხვაობით გამარჯვებით დაიწყო. ქართულმა ფრენჩაიზმა მეტოქე 54:3 დაამარცხა.

ეს პირველი ოფიციალური მატჩი იყო მთავარი მწვრთნელის რიჩარდ კოკერილისთვის და გუნდს დიდი სხვაობით მოგებაშიც დაეხმარა. ინგლისელმა სპეციალისტმა "იბერიანსის" წინააღმდეგ 11 დებიუტანტი ათამაშა.

ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს 8 ლელო დაუდეს: 2 გიორგი ცუცქირიძემ, 1-1 კი ამირან შვანგირაძემ, დავით აბდუშელიშვილმა, შალვა მამუკაშვილმა, თორნიკე კახოიძემ, დავით ხუროშვილმა და დემე თაფლაძემ. ლუკა მატკავამ 7 გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

სხვა სტატიები