Belive

უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიო ჩემპიონატზე ავსტრალიასთან დამარცხდნენ

3 თვის წინ რაგბი
1 წთ

დღეს სამხრეთ აფრიკაში 20-წლამდელთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირი 19 ივლისამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას 12 საუკეთესო U20 ნაკრები იღებს. გუნდები 3 ოთხნაკრებიან ჯგუფებში არიან განაწილებული, პლეი ოფში 3 პირველადგილოსანი და საუკეთესო შედეგის მქონე მეორეადგილოსანი გავა.

საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ირლანდიასთან, ავსტრალიასთან და იტალიასთან ერთადაა. ჩვენი ჯგუფის პირველ შეხვედრებში ავსტრალიამ ჩვენი ნაკრები ანგარიშით 35:11 დაამარცხა, ხოლო ირლანდიელებმა უფორ დიდი ანგარიშით, 55:15 დაამარცხეს იტალიელი თანატოლები. ამ მომენტისთვის ჯგუფს 5-5 ქულით სწორედ ირლანდია და ავსტრალია ლიდერობენ.

ქართველმა ბორჯღალოსნებმა შეხვედრა შესანიშნავად დაიწყეს და პირველი ლელო ლუკა სულუაშვილმა მატჩის მე-16 წუთზე დადო. კაცნაკლულმა ავსტრალიელებმა პირველი ნახევარი ანგარიშით 6:8 დათმეს, თუმცა თამაშის ხასიათი მეორე 40 წუთში რადიკალურად შეიცვალა და 'კენგურუებმა' საკუთარი ძალის დემონსტრირება ყველა კომპონენტში დაიწყეს.

საქართველო მეორე ტურში 4 ივლისს, ირლანდიის 20-წლამდელებთან ითამაშებს.

სხვა სტატიები