U20 რაგბის მსოფლიო თასი | უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა იტალიის წინააღმდეგ
20 წლამდელთა რაგბის მსოფლიო თასზე, მე-9 ადგილისთვის მატჩში, საქართველოს 20-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრები იტალიას დაუპირისპირდება. უმცროსი ბორჯღალოსნებისა და "აძურის" შეხვედრა, 19 ივლისს, 16:30 საათზე გაიმართება.
პრინციპული მატჩისთვის საქართველოს 20-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ლადო კილასონიამ, უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა დაასახელა.
უმცროსი ბორჯღალოსნების რაზმი
ხაზი: 15. ლ. ცირეკიძე, 14. ლ. კეშელავა, 13. ნ. ქევხიშვილი, 12. გ. ხაინდრავა, 11. ო. მეტრეველი, 10. გ. ხელაძე, 9. გ. სპანდერაშვილი.
შერკინება: 1. ლ. უნგიაძე, 2. თ. ჭამიაშვილი, 3. დ. მჭედლიძე, 4. დ. ლაგვილავა, 5. თ. წულუკიძე, 6. გ. გერგედავა, 7. ა. დვალი, 8. ნ. ლომიძე.
მარქაფა: 16. შ. ხელაძე, 17. ბ. ბარათაშვილი, 18. დ. მჭედლიშვილი, 19. თ. ღანიაშვილი, 20. ლ. სულუაშვილი, 21. მ. ყაჩლავაშვილი, 22. ლ. კობაური, 23. ლ. თაყაიშვილი.