Belive

იტალიის წინააღმდეგ უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა დასახელდა

5 თვის წინ რაგბი
2 წთ

უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე მატჩს 9 ივლისს სტელენბოშში, „დენი ქრავენ სთედიუმზე“ იტალიის წინააღმდეგ გამართავენ.

ეს ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩია, რომლის შემდეგაც გაირკვევა რომელი ადგილისთვის გააგრძელებენ ბრძოლას ლადო კილასონიას შეგირდები. იტალიასთან მატჩი საქართველოს დროით 18:30 საათზე დაიწყება.

უმნიშვნელოვანესი თამაშის წინ, ლადო კილასონიამ ირლანდიასთან ნაბრძოლ სასტარტო 15-ში ორი ცვლილება განახორციელა – ერთი ხაზში და ერთიც შერკინებაში.

შეგახსენებთ, საქართველომ პირველი შეხვედრა ავსტრალიასთან 11:35 დათმო, მეორე ტურში კი ირლანდიისგან ლელო-გარდასახვა მესამე გაწითლებულ წუთზე მიიღო და გამარჯვება 20-წლამდელთა ექვსი ერის ვიცე-ჩემპიონს დარჩა – 16:22. იტალიას პირველ ტურში ირლანდიამ 55:15 აჯობა, თუმცა „აძურამ“ მეორე თამაშში მობილიზება მოახერხა და ავსტრალიას 17:12 მოუგო.

ამრიგად, ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის წინ ბ ჯგუფს 9 ქულით ირლანდია ლიდერობს, ავსტრალია 6 ქულით მეორე ადგილზეა, იტალიას 4 ქულა აქვს, საქართველოს კი 1 და თუ 9-ში იტალიას სძლია, მესამე საფეხურზე აინაცვლებს.

სხვა ჯგუფებში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, იმისათვის, რომ უმცროსი ბორჯღალოსნები მე-5-მე-8 ადგილის ნახევარფინალში გავიდნენ, მათ იტალია ბონუს-ქულით უნდა დაამარცხონ და სხვა თამაშების შედეგებს დაელოდნონ, სხვა შემთხვევაში კი, მე-9-მე-12 ადგილებისთვის მოუწევთ ბრძოლის გაგრძელება.

Georgian Rugby

სხვა სტატიები