უმძიმესი დარტყმა იტალიას - ტომასო მენონჩელო მსოფლიო თასს გამოტოვებს
იტალიის ეროვნული ნაკრების უკანახაზელი და ამომავალი ვარსკვლავი - ტომასო მენონჩელო, 5 აგვისტოს ირლანდიასთან მატჩის მიმდინარეობისას მიღებული ტრავმის გამო, მსოფლიო თასს გამოტოვებს.
მენონჩელომ მსოფლიო თასამდე გამართულ ტესტ მატჩში, ირლანდიის წინააღმდეგ, მატჩის 75-ე წუთზე ხელის ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედნიდან მომენტალურად გაიყვანეს, როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, 20 წლის იტალიელი ამომავალი ვარსკვლავის ტრავმა უმძიმესი აღმოჩნდა, რის გამოც იგი მის სადებიუტო მსოფლიო თასს გამოტოვებს.
იტალიელი სპორტული ჟურნალისტების ინფორმაციით, ტომასოს მარჯვენა ხელის ბიცეფსის კუნთი აქვს გაწყვეტილი, რის გამოც მას გადაუდებელი ოპერაციის ჩატარება მოუწევს. ოპერაცია კი 10 აგვისტოსს არის ჩანიშნული.
Bad news from Italy camp.
— Murray Kinsella (@Murray_Kinsella) August 8, 2023
Tommaso Menoncello is out of the World Cup with the biceps injury he suffered against Ireland. pic.twitter.com/fRwukNekIT
20 წლის ტომასო მენონჩელო იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და მთავარი იმედია. იგი ეროვნულ ნაკრებში 2022 წლიდან თამაშობს და 11 მატჩი დაუგროვდა, სადაც თავი ლელოთ 4-ჯერ გამოიჩინა.
სწორედ ტომასო მენონჩელომ დაალელოვა საქართველოს ეროვნული ნაკრები, 2022 წლის ივლისის ტესტ მატჩებზე. მას შემდეგ მან - საფრანგეთის, რუმინეთისა და გასულ კვირას ირლანდიის ეროვნული ნაკრებების ჩათვლის მოედნის აღება შეძლო.
შეგახსენებთ, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, იტალიის ნაკრები A-ჯგუფში საფრანგეთის, ახალი ზელანდიის, ურუგვაისა და ნამიბიის წინააღმდეგ იასპარეზებს.