ოფიციალურად | ჯორჯ ნორსი იტალიის წინააღმდეგ ბოლო სანაკრებო მატჩს ჩაატარებს
9 თვის წინ
რაგბი
1 წთ
უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ლეგენდა - ჯორჯ ნორსი, 31 წლის ასაკში სანაკრებო კარიერას ასრულებს. როგორც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, მისთვის 6 ერის ბოლო ტურში იტალიის ნაკრების წინააღმდეგ თამაში ბოლო სანაკრებო კეპი იქნება.
And that’s me 😘 pic.twitter.com/qFRrhA2wHK
— George North (@George_North) March 13, 2024
"მე გადავწყვიტე, რომ შაბათს უელსის ნაკრების მაისურით ბოლო მატჩს ჩავატარებ. 14 წლიანი კარიერის შემდეგ, მგონია, რომ ახლა არის საუკეთესო დრო, დავასრულო სანაკრებო კარიერა.
მიყვარდა და მიყვარს უელსის მაისურით გატარებული ყოველი წამი და მადლობელი ვარ, რომ ამდენი წლის განმავლობაში ფანტასტიკურ ადამიანებთან მიწევდა დიდი დროის გატარება. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რომ სწორ დროს, სწორ ადგილას მოვხვდი. აღფრთოვანებული ვარ საკუთარი თავით და იმ თითოეული წამით, რა დროც მე უელსის ეროვნულ ნაკრებში გავატარე.
დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის..."
- ჯორჯ ნორსი
შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ნორსი უელსის ეროვნული ნაკრების ღირსებას 2010 წლიდან იცავს. მან ეროვნულ ნაკრებში 120 მატჩი ჩაატარა, სადაც 47 ლელოს დადება შეძლო, საერთო ჯამში კი 235 სანაკრებო ქულა მოიპოვა.
ჯორჯ ნორსი უელსის ნაკრების ლეგენდაა. იგი სანაკრებო კარიერის შემდეგ კარიერას "ოსპრიში" გააგრძელებს, რომელშიც 2018 წლიდან ირიცხება და 14 ლელო აქვს დადებული.