უელსური მედია: "საქართველომ პირველი დონის ქვეყნებში მოხვედრაზე პრეტენზია კიდევ ერთხელ გამოთქვა"
უელსის მომავალმა მოწინააღმდეგემ მსოფილიო რაგბი კიდევ ერთხელ შეაზანზარა. - წერს უელსური მედია.
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირეს და უძლიერეს ჯგუფში ორი თამაშის მოგება შეძლეს, რის შემდეგაც 1/2-ფინალში გასვლის კარგი შანსი ჰქონდათ, თუმცა, საბოლოოდ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და მეხუთე-მერვე ადგილებისთვის განაგრძობენ ბრძოლას, რაც საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ისტორიაში საუკეთესო შედეგია. მეხუთე-მერვე ადგილისთვის ბრძოლაში, უმცროსი ბორჯღალოსნები უელსელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან, ხოლო მეორე შეხვედრაში ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის დაპირისპირება შედგება. წყვილებში გამარჯვებულები მეხუთე ადგილის დასაკავებლად იბრძოლებენ, ხოლო დამარცხებულები ერთმანეთს მეშვიდე ადგილისთვის დაუპირისპირდებიან.
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ასეთი კარგი მომავალი თაობა ჰყავს, ახალი ტურნირის გამო, მათ საშუალება არ ექნებათ მსოფლიო რაგბის გიგანტებს შეერკინონ." - ვკითხულობთ Walesonline-ში.
"ახალი ტურნირის პარალელურად, მსოფლიო რაგბი ასევე აპირებს მეორე დონის ნაკრებების შეჯიბრის შექმნას, რომელში მონაწილეობასაც ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს ნაკრებები მიიღბენ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები 2026 წლიდან 2030 წლამდე ვერ შეძლებს პირველი დონის ნაკრებების წინააღმდეგ თამაშს.
აღსანიშნავია, რომ ახალ ტურნირზე შესაძლოა აღზევება-დაქვეითების სისტემაც დაინერგოს. დიდი ალბათობით, ეს "ბორჯღალოსნებისთვის" ეს სასარგებლო არ იქნება, რადგან მაღალი დონის ნაკრებებთან წლები არ თამაში გამოცდილების ნაკლებობას იწვევს.
მსოფლიო რაგბის თავკაცები მას შემდეგ აფორიაქდნენ, რაც საქართველომ ექვს ერში მოსახვედრად სერიოზული განაცხადი გააკეთა. ისინი თამამად აცხადებენ, რომ ევროპული რაგბის მნიშვნელოვანი წევრები არიან.
"ბოლო წელს ორი პირველი დონის ნაკრების დამარცხება შევძელით - იტალია და უელსი. ვფიქრობ, ექვს ერში თამაშს ვიმსახურებთ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვიმსახურებთ უფრო მეტ შესაძლებლობას." - განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.
რაც შეეხება "ბორჯღალოსნების" მომავალს, ის საიმედო ხელშია. თუმცა, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მათ მაღალ დონეზე ასპარეზობის შანსი არასდროს მიეცემათ. - წერს Walesonline.
შეგახსენებთ, მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ბრძოლაში, საქართველოს პირველი მეტოქე უელსი გახლავთ, რომელსაც 9 ივლისს, თბილისის დროით 18:30 საათზე დავუპირისპირდებით. უელსის დამარცხების შემთხვევაში, საქართველო ახალ ზელანდიასა და ავსტრალიას შორის გამარჯვებულს შეერკინება.