Belive

ბორჯღალოსნების ოფიციალური გვერდი შეიქმნა

8 თვის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე 1 თვით ადრე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ოფიციალური Facebook გვერდი შეიქმნა.

ბორჯღალოსნების ოფიციალურ გვერდზე, მორაგბეთა ნაკრებთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია, მოსამზადებელი ეტაპისა, და მატჩების ვიდეო კონტენტი და მრავალი საინტერესო სიახლე განთავსდება. ეს ყველაფერი გულშემატკივარს შესაძლებლობას მისცემს, უწყვეტ რეჟიმში გაეცნოს სიახლეებს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შესახებ. 

იმ ფონზე, როდესაც ივლისის თვეში საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური Facebook გვერდი გატეხეს და მისი მოქმედება ამ დროისთვის შეჩერებულია, ბორჯღალოსნების ოფიციალური გვერდის შექმნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ ბორჯღალოსნების გვერდი მუდმივად შეიქმნა და კავშირის გვერდის აღდგენის შემდეგაც არ შეწყვეტს ფუნქციონირებას. 

შეგახსენებთ, ივლისში, მეორედ გატეხეს რაგბის კავშირის გვერდი და ამ დროისთვის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. 

სხვა სტატიები