FloRugby: "ბორჯღალოსნები ყოველწლიურად ძლიერდებიან და დროა, მათ პირველი დონის წოდება მივცეთ..."
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე 21 დღით ადრე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მე-2 მოსამზადებელ მატჩს გამართავს. რუმინეთის განადგურების (56:6) შემდეგ, ბორჯღალოსნები აშშ-ს დაუპირისპირდებიან.
ცნობილი ამერიკული სარაგბო საიტი FloRugby, "ბორჯღალოსნებისა" და ამერიკელი "არწივების" დაპირისპირებას ვრცელ სტატიას უძღვნის.
"2003 წელს, სადებიუტო რაგბის მსოფლიო თასზე ასპარეზობის შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს საერთაშორისო რაგბის ეს უდიდესი სცენა არასდროს გამოუტოვებია. ყოველწლიურად ბორჯღალოსნები კიდევ უფრო ძლიერდებიან და Tier 1-ის ერების კარზე, არა მხოლოდ თამამად აკაკუნებენ, არამედ ამარცხებენ კიდეც.
მსოფლიო რაგბის რეიტინგში ბორჯღალოსნები ისტორიულად მაღალ (მე-11) ადგილს იკავებენ და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ 6-ჯერ მოგება შეძლეს. მსოფლიო თასზე სოლიდური ასპარეზობის შედეგად, საქართველოს შეუძლია რეიტინგის საუკეთესო ათეულში შესვლა. მით უმეტეს, ბორჯღალოსნებმა უკვე დაამტკიცეს, რომ ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული სარაგბო ერების დამარცხება შეუძლიათ.
მათ 2022 წელს იტალიის ნაკრები, შემდეგ კი კარდიფში უელსი დაამარცხეს, რითაც მსოფლიო რაგბის მესვეურებს უდიდესი სიტყვა უთხრეს. საქართველოს ნაკრების გაძლიერებაში, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ქართული ფრენჩაიზი "შავი ლომი", რომელიც ნაკრებს ახალგაზრდა და პერსპექტიული მორაგბეებით კვებავს.
აშშ-მ კი ბოლოს მსოფლიო თასს 28 წლის წინ უყურა სახლიდან, ბოლო წლებია ისინი ვითარდებიან, საქართველოს ნაკრებთან თამაშიც კი, სწორედ ამას ემსახურება, რომ აშშ-ელებს მიეცეთ ისეთ ძლიერ ნაკრებებთან თამაშის საშუალება, როგორიც საქართველოს ნაკრებია..."
- FloRugby
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და აშშ-ს სარაგბო მატჩი 19 აგვისტოს, 19:00 საათზე, "მიხეილ მესხზე" გაიმართება.