Belive

U18 | უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა ნიდერლანდების წინააღმდეგ

5 თვის წინ რაგბი
1 წთ

რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის 1/2-ფინალურ მატჩში, საქართველოსა და ნიდერლანდების დაპირისპირება შედგება. ნახევარფინალური მატჩი 14 ნოემბერს, 19:00 საათზე გაიმართება.

შვეიცარიის განადგურების (86:10) შემდეგ, უმცროსი ბორჯღალოსნები ნიდერლანდების ბარიერის გადალახვას შეეცდებიან, რათა ზედიზედ მეხუთედ იასპარეზონ ევროპის ჩემპიონატის ფინალში. ნიდერლანდებთან მატჩისთვის საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია.

უმცროსი ბორჯღალოსნების რაზმი

შერკინება: 1. ძაგანია, 2. ხელაძე, 3. ღურწკაია, 4. ლაგვილავა, 5. შიოშვილი, 6. საღინაძე, 7. აბესაძე, 8. დვალი (C).

ხაზი: 9. სპანდერაშვილი, 10. ნოზაძე, 11. კეშელავა, 12. ხაინდრავა, 13. ქევხიშვილი, 14. ბურთიკაშვილი, 15. ბოლქვაძე.

მარქაფა: 16. ხახუბია, 17. ქუმარიტოვი, 18. მესხიძე, 19. მარგველაშვილი, 20. შეყილაძე, 21. ჯაში, 22. სირბილაძე, 23. ბარბაქაძე, 24. სესიაშვილი, 25. ხალვაში, 26. წულუკიძე.

სხვა სტატიები