Belive

U20 | რაგბის მსოფლიო თასზე უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქეები ცნობილია

2 თვის წინ რაგბი
1 წთ

2024 წლის U20 რაგბის მსოფლიო თასზე, უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქეები ცნობილია. მსოფლიო პირველობაზე საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები B-ჯგუფში ირლანდიის, ავსტრალიისა და იტალიის წინააღმდეგ იასპარეზებს.

2024 წლის U20 რაგბის მსოფლიო თასს, ამჯერადაც სამხრეთ აფრიკა უმასპინძლებს. ტურნირი 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით სტელენბოშსა და კეიპთაუნში გაიმართება.

U20 რაგბის მსოფლიო თასი

A-ჯგუფი: საფრანგეთი, უელსი, ახალი ზელანდია, ესპანეთი

B-ჯგუფი: ირლანდია, ავსტრალია, საქართველო, იტალია

C-ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, არგენტინა, ფიჯი.

შეგახსენებთ, 20-წლამდელთა ჩემპიონატს 2023 წელსაც სამხრეთ აფრიკამ უმასპინძლა. ტურნირზე საქართველომ საუკეთესო შედეგი აჩვენა და მე-8 ადგილი დაიკავა. ჯგუფურ ეტაპზე უმცროსი ბორჯღალოსნების მომავალი მეტოქეებიდან, ყველაზე ძლიერი ირლანდიაა, რომელიც გასულ მსოფლიო თასზე ფინალში დამარცხდა.

სხვა სტატიები