Belive

U18 საქართველოს მორაგბეთა ნაკრების სატურნირო შემადგენლობა დასახელდა

4 თვის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს 18-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრება. უმცროსი ბორჯღალოსნები საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებენ, სადაც მონაწილეობას სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, ირლანდია და საფრანგეთი მიიღებენ.

საერთაშორისო ტურნირი 12 აგვისტოს აიღებს სტარტს და 20 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. უმცროსი ბორჯღალოსნები 12 აგვისტოს სამხრეთ აფრიკა A-ს შეერკინებიან. 16 აგვისტოს ამ ნაკრებების მეორე დაპირისპირება გაიმართება, ხოლო 20 აგვისტოს უმცროსი ბორჯღალოსნები ფრანგ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შეკრება "შევარდენის სარაგბო ბაზაზე" გაიარეს და 2 აგვისტოს სამხრეთ აფრიკაში 28-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრებიან. სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე, ზურაბ ამონაშვილმა 28-კაციანი განაცხადი დაასახელა, სადაც 15 მორკინალი, ხოლო 13 ხაზის მოთამაშეა.

U18 რაზმი

ნ. ოლქიშვილი, დ. ჭელიძე, დ. არვაძე, ა. შველიძე, გ. ტურაშვილი, ლ. ეზიეშვილი, ნ. კუმარიტოვი, ნ. ჩხორთოლია, დ. ბარამია, გ. მეფარიშვილი, მ. შიოშვილი, ლ. საღინაძე, გ. ზაზაძე, ლ. გაბუნია, გ. არძენაძე, თ. ძოძუაშვილი, დ. წიკლაური, გ. უშვერიძე, გ. სირბილაძე, ლ. თვაური, დ. ბარბაქაძე, დ. არავიაშვილი, ი. ბასილაია, ლ. სალდაძე, გ. ყიფშიძე, გ. სოსელია, ნ. ხალვაში, ს. შარვაშიძე.

სხვა სტატიები