Autumn Internationals: "ირლანდია საქართველოს ესტუმრება - ინფორმაცია მალე დადასტურდება"
ცნობილი სარაგბო საიტ - "Autumn-Internationals"-ზე და სხვა ბრიტანულ მედიებზე დაყრდნობით, ცნობილი ხდება, რომ ირლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზაფხულის ტესტ-მატჩებზე საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შეხვდება.
"Autumn International"-ის ინფორმაციით, "სამყურები" 2025 წლის ზაფხულის ტურნეს საქართველოსა და რუმინეთში ჩაატარებენ. ინფორმაცია უკვე ცნობილია ირლანდიელი მორაგბეებისთისაც, თუმცა მიმდინარეობს ბოლო მონაცემების - ზუსტი ლოკაციისა და თარიღის დადგენა/დადასტურება.
საქართველოსა და ირლანდია მატჩი სავარაუდოდ 12 ივლისს გაიმართება, თუმცა დაპირისპირების ზუსტი დრო და ადგილმდებარეობა მოგვიანებით დაზუსტდება.
შეგახსენებთ, რომ ირლანდიელებთან საქართველოს ნაკრებს სულ 5 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც ყველა ჯერზე გამარჯვებულები ბრიტანელები იყვნენ.
პირველი დაპირისპირება 1998 წელს შედგა, სადაც 70:0 გავნადგურდით.
მეორე დაპირისპირება 2002 წელს შედგა, სადაც 63:14 დავმარცხდით.
მესამედ ირლანდიელებს მსოფლიო ჩემპიონატზე შევხვდით, სადაც ჩვენს სარაგბო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული მატჩი ჩავატარეთ და სწორედ ამ მატჩში გაიტანა ლეგენდარული ლელო გიორგი შკინინმა. საბოლოოს მატჩი 14:10 დავთმეთ.
მეოთხე დაპირისპირება ტესტ-მატჩში შედგა, სადაც საქართველოს ნაკრები 49:7 დამარცხდა.
მეხუთედ და ამ ეტაპისთვის ბოლოჯერ, ირლანდიის ნაკრებს 2020 წელს დავუსპირისპირდით, სადაც 23:10 დავმარცხით. ამ მატჩში ერთადერთი ლელოს ავტორი გიორგი კვესელაძე იყო.