Belive

ცნობილმა სარაგბო მიმომხილველმა გორგოძე ყველა დროის საუკეთესო თხუთმეტეულში დაასახელა

11 თვის წინ რაგბი
1 წთ

ცნობილმა ფრილანსერმა და სარაგბო მიმომხილველმა, რომელიც ისეთი პოპულარული გამოცემისთვის მუშაობს, როგორიცაა: Rugby World Magazine, მამუკა გორგოძე ყველა დროის საუკეთესო თხუთმეტეულში დაასახელა.

ბენ ნურსმა ყველა დროის საუკეთესო თხუთმეტეული ისე შეადგინა, რომ თითოეული ქვეყნიდან მხოლოდ 1 მოთამაშე დაასახელა. საქართველოდან რჩეულთა შორის ლეგენდარული მამუკა გორგოძე მოხვდა.

ბენ ნურსის სიმბოლური გუნდი

  1. კეიტა ინაგაკი (იაპონია)

  2. აგუსტინ კრევი (არგენტინა)

  3. ბენ ტამეიფუნა (ტონგა)

  4. მამუკა გორგოძე (საქართველო)

  5. ჟან-ლუკ დუ პრეზი (სამხრეთ აფრიკა)

  6. სემ უორბარტონი (უელსი)

  7. მიჩელე ლამარო (იტალია)

  8. ლევანი ბოტია (ფიჯი)

  9. ანტუან დუპონი (საფრანგეთი)

  10. ფინ რასელი (შოტლანდია)

  11. რაფაელე სტორტი (პორტუგალია)

  12. ქუად კუპერი (ავსტრალია)

  13. მანუ ტუილაგი (ინგლისი)

  14. ნეჰე მილნერ-სკადერი (ახალი ზელანდია)

  15. ტიმ ნანაი-უილიამსი (სამოა)

შეგახსენებთ, მამუკა გორგოძე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ღირსებას 2003-2019 წლებში იცავდა და ამ დროის განმავლობაში, "ბორჯღალოსნების" კვართი 75 შეხვედრაში მოირგო. პროფესიონალური კარიერის განმავლობაში, გორგოძე ისეთ სახელოვან ფრანგულ გრანდებში ასპარეზობდა, როგორიცაა: "მონპელიე" და "ტულონი".

სხვა სტატიები