Belive

"წავაგეთ, მაგრამ გავიმარჯვეთ" - ირლანდიური რაგბის ლეგენდამ კარიერა დაასრულა

6 თვის წინ რაგბი
1 წთ

ჯონათან სექსტონმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ პროფესიონალური კარიერა დაასრულა. 18-წლიანი ფენომენალური კარიერის შემდეგ, სექსტონი არა მხოლოდ ირლანდიის - არამედ მსოფლიო რაგბის ლეგენდად ჩამოყალიბდა და გულშემატკივარს არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი აჩუქა.

38 წლის სექსტონის სახელს, იაპონიაში გადასვლასა და მულტიმილიონიან კონტრაქტზე ხელის მოწერას უკავშირებდნენ, თუმცა, ირლანდიელმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო.

ნებისმიერი პროფესიონალი სპორტსმენისთვის, კარიერის დასრულება არასდროსაა მარტივი ნაბიჯი. ეს ყველაფერი განსაკუთრებით მძიმეა, იმ ემოციების ფონზე, რომელიც სულ რაღაც 1 კვირის წინ საფრანგეთში მივიღეთ. მწუხარება და იმედგაცრუება იმის გამო, რომ ჩვენ გაცილებით უფრო შორს წასვლა ვერ შევძელით, მუდმივად თან გამყვება. უსაზღვროდ ამაყი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა მეთამაშა პროფესიონალი და უნიჭიერესი ბიჭების გვერდით. ეს იყო საუკეთესო ჯგუფი და მე ვარ საოცრად ბედნიერი, რომ მათთან თამაშის შესაძლებლობა მომეცა. ამ მოთამაშეებისა და მწვრთნელების მიტოვება, კარიერის დასრულების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას კიდევ უფრო მირთულებს. ეს არაერთხელ მითქვამს, მაგრამ კვლავ გავიმეორებ - საშინაო არენაზე, ირლანდიელი გულშემატკივრის წინაშე თამაშს, არაფერი შეედრება.

მინდა "ლენსტერსა" და ირლანდიის მორაგბეთა ნაკრებში მოასპარეზე ჩემს თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადო, იმ ყველაფრისთვის, რაც მათ ჩემთვის გაიღეს. უკანასკნელი სეზონი ყველაზე სასიამოვნო აღმოჩნდა მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში. მინდა მადლობა გადავუხადო "ლენსტერის", "რასინგის", ბრიტანელი და ირლანდიელი ლომებისა და ირლანდიის გულშემატკივრებს, რომლებთან ერთადაც ჩემი მოგზაურობა დაუვიწყარი იყო - მადლობა თქვენს მიერ გამოვლენილი რწმენისა და მხარდაჭერისთვის.

მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს, ჩემს მშობლებს, ძმებსა და დას - ამ წარმატებას თქვენს გარეშე ვერ მივაღწევდი. და საბოლოოდ მადლობა ჩემს ცოლს ლაურასა და ჩვენს შვილებს. თქვენი უანგარო სიყვარული ჩემთვის ინსპირაციის წყაროს წარმოადგენდა და ცხოვრებისეული სირთულეებისა, თუ წარმატებების მარტივად მიღებაში მეხმარებოდა.

ჩემთვის უსაზღვროდ საამაყო იყო ის გარემოება, რომ მეთამაშა ჩემი შვილების თანდასწრებით. 4 წლის წინ დავსხედით დ ვილაპარაკეთ იმის შესახებ, ტუ რისი მიღწევა გვსურდა. ჩვენი მთავარი მოტივაცია და მიზანი ერის შთაგონება გახლდათ. ვფიქრობ, დასახულ მიზანს მივაღწიეთ. ჩვენ დავმარცხდით, მაგრამ გავიმარჯვეთ. - ჯონი სექსტონი.

შეგახსენებთ, სექსტონმა "სამყურების" კვართი 119 შეხვედრაში მოირგო და 1108 ქულის დაგროვება შეძლო.

სხვა სტატიები