Belive

ირლანდიის ძირითადი შემადგენლობა ბორჯღალოსნების წინააღმდეგ

1 კვირის წინ რაგბი
1 წთ

ზაფხულის პირველ ოფიციალურ ტესტ-მატჩს ბორჯღალოსნები ძლევამოსილი მეტოქის წინააღმდეგ გამართავენ. 5 ივლისს, 21:00 საათზე, მიხეილ მესხზე საქართველოსა და ირლანდიის სარაგბო დაპირისპირება შედგება.

ირლანდიის ვარსკვლავური შემადგენლობის ძირითადი ბირთვი ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნეზე იმყოფება და თბილისში გასამართ მატჩს ტოვებს, მაგრამ სამყურები მაინც სოლიდური რაზმით გვიპირისპირდებიან.

ბორჯღალოსნების წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის ირლანდიის ძირითადი შემადგენლობა დასახელდა.

ირლანდიის შემადგენლობა

ხაზი: 15. ჯიმი ო'ბრაიენი, 14. ტომი ო'ბრაიენი, 13. ჯეიმი ოსბორნი, 12. სტიუარტ მაკლოსკი, 11. ჯეიკობ სტოკდეილი, 10. სემ პრენდერგარსტი, 9. კრეიგ ქეისი (C).

შერკინება: 8. გევინ ქუმბსი, 7. ნიკ ტიმონი, 6. რაიან ბერდი, 5. დარაგ მარი, 4. კორმაკ იზუჩუკვუ, 3. ტომას კლარკსონი, 2. გას მაკარტი, 1. ჯეკ ბოილი.

მარქაფა: 16. ტომ სტიუარტი, 17. მაიკლ მილნი, 18. ჯეკ ანგიერი, 19. ტომ აჰერნი, 20. ქიან პრენდერგარსტი, 21. ბენ მერჰი, 22. ჯეკ ქრაული, 23. კელვინ ნეში.

ირლანდიის მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობაში 6 დებიუტანტია - ტომი ო'ბრაიენი და დარაგ მარი მატჩს ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებენ. მაიკლ მილნი, ჯეკ ანგიერი, ტომ აჰერნი და ბენ მერფი შეხვედრაში მარქაფიდან ჩაერთვებიან.

სხვა სტატიები