Belive

მაკ ჰანსენი 6 ერზე ვერ ითამაშებს

3 თვის წინ რაგბი
1 წთ

მაკ ჰანსენი 2024 წლის 6 ერზე ვერ ითამაშებს. ირლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისთვის უსიამოვნო ინფორმაცია, "კონახტის" წარმომადგენლებმა ოფიციალურად დაადასტურეს.

"კონახტისა" და "მანსტერის" მატჩის დროს მიღებული ტრავმის გამო, ჰანსენს მხარზე ოპერაციის ჩატარება ესაჭიროება, რის შემდეგაც ხანგრძლივ სარეაბილიტაციო პერიოდს გაივლის, რომელიც 3-დან 4 თვემდე გაგრძელდება.

6 ერის წლევანდელი გათამაშება 2 თებერვალს აიღებს სტარტს და ირლანდიის მორაგბეთა ნაკრებს, პირველივე ტურში ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს - 2 თებერვალს, მარსელში, საფრანგეთი ირლანდიას უმასპინძლებს.

სხვა სტატიები