ტრაგედია საფრანგეთში - სარაგბო კლუბის ვარსკვლავს მატარებელი დაეჯახა
საფრანგეთის ელიტური სარაგბო ჩემპიონატის, Top 14-ის ფიჯელი ვარსკვლავი, ჯოსაია რაისუქე ტრაგიკულად დაიღუპა.
"კასტრის" ფიჯელი ლეგიონერი კლუბის სავარჯიშო ბაზაზე მიემართებოდა, რა დროსაც ტრაგიკული საგზაო ინციდენტი შეემთხვა - ჯოსაია რაისუქე მატარებელთან შეჯახების შემდეგ დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას Midi Olympique ავრცელებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "კასტრის" სავარჯიშო პროცესი გაუქმდა, რათა მოთამაშეებს დაღუპული მეგობრის ოჯახისთვის სამძიმრისა და ტკივილის შემსუბუქების შესაძლებლობა მიეცეთ. ასევე, დიდია ალბათობა, რომ "კასტრისა" და "კლერმონის" დაპირისპირებაც გადაიდოს.
30 წლის ჯოსაია რაისუქე ფიჯის 7-კაცა მორაგბეთა ნაკრების წევრი იყო და 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსმედალოსანი. ფიჯელი მოთამაშე "კასტრს" 2021 წელს შეუერთდა. შეგახსენებთ, რომ ფრანგული სარაგბო კლუბის ღირსებას ლევან ჩილაჩავა და ლუკა მატკავა იცავენ.