Belive

ლევან ჩილაჩავამ კასტრთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

3 თვის წინ რაგბი
1 წთ

ლევან ჩილაჩავამ კასტრთან კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა და ტოპ 14-ის კლუბის ღირსებას 2027 წლამდე დაიცავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ფრანგული სარაგბო კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

2020/21 წლების სეზონში, კასტრში გადასვლის შემდეგ, ქართველი ბურჯი კლუბის შერკინების ერთ-ერთ შეუცვლელ წევრად ჩამოყალიბდა და 85 მატჩში მიიღო მონაწილეობა. შედეგად, კასტრმა კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა და ჩილაჩავა თავის გამოცდილებას, პროფესიონალიზმსა და ძალას კლუბის გაძლიერებას მოახმარს.

კარიერის კასტრში გაგრძელების შესაძლებლობა მომეცა და დიდხანს არ მიფიქრია. ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო კასტში დარჩენა, რადგან კარიერის აქ დასრულება მსურს. გუნდში თავს ბედნიერად ვგრძნობ, ჩვენ ძალიან ახლობლები ვართ და ყოველდღიური ვარჯიშებით დიდ სიამოვნებას ვიღებ. ასევე, განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა მაქვს ფანებთან - ისინი ძალიან მიყვარს და მათგანაც დიდ სიყვარულს ვგრძნობ. - ლევან ჩილაჩავა.