Belive

ვერმულენი სამხრეთ აფრიკის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა

5 თვის წინ რაგბი
1 წთ

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ლეგენდარული სამხრეთ აფრიკელი მორაგბე - დუეინ ვერმულენი, "ბოკეს" სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა.

ვერმულენმა პროფესიონალური კარიერის დასრულების გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო და როგორც ჩანს, უსაქმოდ დიდხანს არ იქნება - ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ლეგენდარული მესამეხაზელი სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრების დაცვის მწვრთნელად დაინიშნა.

შეგახსენებთ, ვერმულენი სამხრეთ აფრიკასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი 2019 და 2023 წლებში გახდა. ასევე ცნობილია, რომ ვერმულენსა და რასი ერასმუსს განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებთ და აფრიკული რაგბის ახალ სიმაღლეზე აყვანას, ერთად შეეცდებიან.

სხვა სტატიები