Belive

ზაფხულის ტესტები | რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

1 კვირის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ ქოქრილმა, ზაფხულის ტესტ-მატჩებისთვის ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ინგლისელმა სპეციალისტმა გაფართოებულ რაზმში 37 მორაგბეს უხმო, საიდანაც 21 შერკინების, ხოლო 16 ხაზის მოთამაშეა.

სამწუხაროდ, ტრავმის გამო ბორჯღალოსნებს ბექა გორგაძე, სერგი აბრამიშვილი, ლუკა ჯაფარიძე, ლაშა ჯაიანი, გიორგი შველიძე, ბექა შვანგირაძე და გელა აფრასიძე ვერ დაეხმარებიან.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის ტესტ-მატჩების პირველ დაპირისპირებაში, ბორჯღალოსნები ირლანდიას უმასპინძლებენ. 6 ერის ტიტულოვან წარმომადგენელთან მატჩი 5 ივლისს, 21:00 საათზე, მიხეილ მესხზე გაიმართება, რის შემდეგაც ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრებიან.