Belive

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ერთა თასზე ყველა მატჩი მოიგო

4 საათის წინ რაგბი
2 წთ

რაგბის მმართველი ორგანოს მიერ ახლაშექმნილი ტურნირი, რომელიც მიმდინარე წელს პირველად ჩატარადა, საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოვიდა. საქართველოს ნაკრებმა, ბოლო შეხვედრაში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ამერიკის ნაკრებს უმასპინძლა და 38:10 დაამარცხა მეტოქე. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველომ შესაძლო 6 შეხვედრიდან ყველა მოიგო.

სტუმრებმა წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ 20 წუთში გაგვიწიეს, შემდეგ კი სათამაშო უპირატესობა ქართველებისკენ გადავიდა - 2/2 ლელო ტაბუცაძემა და ივანიშვილმა დადეს, ხოლო თითო-თითო შველიძემა და პაპუნაშვილმა. აკა ტაბუცაძემ, ეროვნულ ნაკრებებში დადებული ლელოების რაოდენობით, მსოფლიოს ყველა მელელოვეს შორის, ერთპიროვნულად გადაინაცვლა მეხუთე ადგილზე. ტაბუცას 58 ლელო დაუგროვდა და 11-ით ჩამორჩება იაპონელ დაისუკე ოჰატას - ტაბუცაძის წინ მყოფებიდან, მოქმედი მორაგბე არცერთი არაა.

ამ ტურნირის მოგებისთვის, თასი გადაეცა ამერიკის ნაკრებსაც, რადგან საკუთარ ჯგუფში მათაც მოიგეს.

მსოფლიო რაგბის ერთა თასი არის ახალი, მეორე დონის (Tier 2) საერთაშორისო სარაგბო ტურნირი, რომელიც მსოფლიო რაგბის ინიციატივით შეიქმნა და თავის პირველ სეზონს წელს ატარებს. ტურნირში მონაწილეობს 12 გუნდი, რომლებიც ორ ჯგუფად (Pool A და Pool B) არიან გაყოფილი. ჩვენს ჯგუფში (ევროპა, აფრიკა, აზია), პირველ ადგილზე სწორედ საქართველო, 6-დან 6 მოგებით გავიდა, მეორე ჯგუფში კი (ამერიკა და ოკეანეთი) პირველზე აშშ-ია, 6-დან 5 მოგებით.