Belive

სუპერთასი | შავი ლომის კალენდარი ცნობილია

4 თვის წინ რაგბი
1 წთ

რაგბი ევროპის სუპერთასის 2024 წლის სეზონის დაწყებამდე, დაახლოებით 1 თვეა დარჩენილი. პირველი პროფესიონალური ქართული ფრენჩაიზი - "შავი ლომი" A-ჯგუფში იასპარეზებს და ზედიზედ მეოთხედ შეეცდება ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას.

"შავი ლომი" A-ჯგუფში ესპანურ იბერიანსსა და პორტუგალიურ ლუზიტანუშს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ტურნირის ორგზის ფინალისტი - "თელ ავივ ჰიტი" სხვადასხვა ლოჯისტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ჯგუფური ეტაპის პირველ და მეორე მატჩს "შავი ლომი" სტუმრად გამართავს. 15 სექტემბერს, ბურგოსში "იბერიანსისა" და "შავი ლომის" დაპირისპირება გაიმართება, ხოლო 21 სექტემბერს, ლისაბონში "ლუზიტანუში" უმასპინძლებს ქართულ ფრენჩაიზს. A-ჯგუფის დასკვნითი 2 მატჩი თბილისში, "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" გაიმართება. 28 სექტემბერს, "შავი ლომი" "იბერიანსს" უმასპინძლებს, ხოლო 12 ოქტომბერს, "ლუზიტანუშის" დამარცხებას შეეცდება.

სხვა სტატიები