შავი ლომი ჩელენჯ თასის მესამე ტურის შეხვედრაში დამარცხდა
4 დღის წინ
რაგბი
1 წთ
„შავმა ლომმა“ ჩელენჯ თასის მესამე ტურის შეხვედრაში საფრანგეთის TOP 14-ის წარმომადგენელ „ბაიონას“ უმასპინძლა და 16:41 დამარცხდა. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.
მატჩი მატკავას ორი გატანილი ჯარიმით დაიწყო და წინ 6:0 გავედით, თუმცა სიტუაცია მალევე შეიცვალა. ფრანგებმა ჯერ ორი გარდასახული ლელო, შემდეგ კი ჯარიმა დაამატეს. პირველი ტაიმის დასრულებამდე ლუკა ივანიშვილმა ერთი ლელო დადო, მატკავამ გარდასახა და პირველი ნახევარი ბრძოლაში 16:17 დამთავრდა.
მეორე ტაიმში ფრანგებმა პირწმინდად გვაჯობეს, 4 ლელო გაიტანეს, ქულა არ აგვაღებინეს და საერთო ჯამში მატჩი 16:41 დასრულდა. ბაიონამ ბონუს ქულაც მოიპოვა.
შავი ლომი მომდევნო ტურის მატჩს 19 იანვარს, სტუმრად შოტლანდიაში, "ედინბურგის" წინააღმდეგ გამართავს.