სუპერ თასი | ზედიზედ მესამედ შავი ლომი ჩემპიონია
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
რაგბი ევროპის სუპერ თასის 2023 წლის გათამაშების ფინალში, "შავი ლომისა" და "თელ-ავივ ჰითსის" დაპირისპირება შედგა. თბილისში, "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" გამართულ მატჩში, პირველმა პროფესიონალურმა ქართულმა ფრენჩაიზმა მეტოქე 27:17 დაამარცხა და სუპერ თასის ჩემპიონის ტიტულს ზედიზედ მესამედ დაეუფლა.
"შავი ლომი" მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა და გამარჯვება ერთი წამითაც არ დამდგარა ეჭვქვეშ. აღსანიშნავია, რომ სუპერ თასის ისტორიაში, "შავი ლომი" ყველაზე მეტჯერ "თელ-ავივ ჰითსს" დაუპირისპირდა. ეს იყო ორ გუნდს შორის გამართული რიგით მე-7 მატჩი და "შავმა ლომმა" მოგებების ბალანსი 5-მდე გაზარდა.