შავმა ლომმა ბრიტანულ ტურნეზე პირველი მატჩი ჩაატარა
8 თვის წინ
რაგბი
1 წთ
პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზი - ‘შავი ლომი’ 18 აპრილს თავის პირველ ბრიტანულ ტურნეზე გაემგზავრა. გუნდი 31-კაციანი შემადგენლობით შოტლანდიაში, ედინბურგში იმყოფება, სადაც ერთკვირიან შეკრებას გადის.
დღეს შავმა ლომმა პირველი ტესტ მატჩი "ედინბურგისა" და "გლაზგოს" გაერთიანებულ მეორე გუნდთან ჩაატარა, ქართველებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს (38:0). 3 მაისს კი ქართული კლუბი ინგლისში, "უელფორდ როუდზე" "ლესტერ ტაიგერსს" ამხანაგურად გაეჯიბრება. შავი ლომისა და საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა, ტურნეს მიმდინარეობისას, თბილისურ ატმოსფეროზე ისაუბრა.
თბილისი დიდი და ცოცხალი ქალაქია. კარგი ამინდია, კარგი საჭმელი, ცხოვრების წესი, ღვინო… ყველაფერი, რაც ადამიანებს უყვართ, ეს არის მიზეზი იმისა, რომ განვითარების შესაძლებლობები გვაქვს. თბილისში არის 60 000-იანი ტევადობის სტადიონი - მოიყვანეთ ირლანდია, მოიყვანეთ ინგლისი საქართველოსთან სათამაშოდ და ნახავთ როგორი დიდებული შაბათ-კვირა იქნება ამ ქალაქში.
ეროვნული ნაკრებისა და შავი ლომის ბიჭების ერთმანეთისადმი დამოკიდებულება საუცხოოა. მე არასდროს გამიწვრთნია გუნდი ისეთი მორაგბეებით, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ ასეთი გულწრფელი სიყვარული აკავშირებთ. - განაცხადა რიჩარდ კოკერილმა