10 იანვარს შავი ლომი ღია ვარჯიშს გამართავს
11 თვის წინ
რაგბი
1 წთ
პირველი პროფესიონალური ქართული ფრენჩაიზი 2024 წლის პირველ ღია ვარჯიშს "შევარდენის სარაგბო ბაზაზე" გამართავს. "შავი ლომის" ღია ვარჯიში 10 იანვარს, 13:00 საათზე გაიმართება.
"შავი ლომი" ჩელენჯ ქაფის მატჩებისთვის ემზადება. 13 იანვარს, 19:15 საათზე, ჩელენჯ ქაფის მესამე ტურში "კასტრისა" და "შავი ლომის" დაპირისპირება შედგება, ხოლო 20 იანვარს, 17:00 საათზე, "მიხეილ მესხზე" ქართული ფრენჩაიზი სახელოვან ფრანგულ კლუბს - "კლერმონს" უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის განვლილი 2 ტურის შემდეგ, 1 მოგებითა და 1 მარცხით, "შავი ლომი" მე-3 ჯგუფის მე-2 პოზიციაზე იმყოფება.