Belive

სუპერ თასი | შავი ლომი ლუზიტანუშს 11 ნოემბერს დაუპირისპირდება

5 თვის წინ რაგბი
1 წთ

რაგბი ევროპის სუპერ თასის მე-2 ტურის შეხვედრაში, "ლუზიტანუშისა" და "შავი ლომის" დაპირისპირება შედგება. პორტუგალიურ ქართული სარაგბო დაპირისპირება 11 ნოემბერს, 20:00 საათზე, ლისაბონში გაიმართება.

ესპანურ "იბერიანსთან" ბონუსით, 39:19 მოგების შემდეგ "შავი ლომი" ლისაბონში გაემგზავრა და მომავალი ჯახისთვის ადგილზე ემზადება. "ლუზიტანუში" პირველ ტურში ისრაელის "თელავივ ჰითს" დაუხვდა და 23:31 დამარცხდა.

ისე, როგორც "შავი ლომი" ბორჯღალოსნებისთვის, "ლუზიტანუში" პორტუგალიის ნაკრების საბაზო გუნდია და ეს მომავალ დაპირისპირებას დამატებით ინტერესს მატებს, რადგან 2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს.

"შავი ლომი" "ლუზიტანუშს" აქამდე ერთხელ, 2022 წლის მაისში, სუპერ თასის პირველი გათამაშების ფინალში შეხვდა და ქართველებმა ლისაბონში 17:14 მოიგეს. მეორე ტურნირის ნახევარფინალში პორტუგალიელები "ჰითთან" დამარცხდნენ (22:30), რომელსაც მერე თავის მხრივ "შავმა ლომმა" 29:17 სძლია.

წყარო: rugby.ge

სხვა სტატიები