Belive

"შანსი მივიღეთ და მას სრული პასუხისმგებლობით ვუდგებით" - მერაბ შარიქაძე

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

9 დეკემბერს, 17:00 საათზე, "შავი ლომი" ჩელენჯ ქაფის სადებიუტო შეხვედრაში, "გლოსტერს" დაუპირისპირდება. ქართული რაგბისთვის ისტორიულ მატჩამდე, "შავმა ლომმა" ღია ვარჯიში გამართა.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი მერაბ შარიქაძემ და ლევან მაისაშვილმა გააკეთეს. "შავი ლომისა" და ბორჯღალოსნების კაპიტანი აღნიშნავს, რომ მოთამაშეები ამ მატჩს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.

ქართული რაგბი დიდი ხანი ელოდა ამ შესაძლებლობას, შანსი მივიღეთ და მას სრული პასუხისმგებლობით ვუდგებით. მიუხედავად იმისა, რომ ‘გლოსტერი’ უძლიერესი შემადგენლობით არ ჩამოვიდა, მის რიგებში მრავლად არიან კარგი შემსრულებლები. ხშირ შემთხვევაში გადახალისებული შემადგენლობა მეტი მონდომებით თამაშობს, რადგან ახალგაზრდები მოტივირებულები არიან და წინ საინტერესო ბრძოლა გველოდება - მერაბ შარიქაძე.
ისტორიული დღე ახლოვდება და ყველა კარგ განწყობაზე ვართ. ჩელენჯ თასზე თამაში ქართული რაგბისთვის დიდი შესაძლებლობაა. მეტოქე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია უდიდესი ისტორიით. ვემზადებით სრული მონდომებით და ვეცდებით მაყურებელს კარგი რაგბი ვაჩვენოთ - ლევან მაისაშვილი.

სხვა სტატიები