Belive

აკაკი ტაბუცაძის ლელო რაგბი ევროპის სუპერ თასის პირველი ტურის საუკეთესოდ დასახელდა

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

‘შავმა ლომმა’ 2023 წლის რაგბი ევროპის სუპერ თასის პირველ მატჩში ესპანური ‘იბერიანსი’ 39:19 დაამარცხა და მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანისთვის ბონუს-ქულაც ჩაიწერა.

მიმდინარე, ისტორიულ სეზონში ეს ‘შავი ლომის’ პირველი თამაში იყო. ქართულმა ფრენჩაიზმა, რომელიც სუპერ თასის ორგზის გამარჯვებულია, ტიტულის დაცვა დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო და ახალი ფორმატის პირობებში, თასის ნახევარფინალისკენ პირველი დიდი ნაბიჯი გადადგა.

ამ მატჩში აკაკი ტაბუცაძის გატანილი ლელო, რაგბი ევროპის სუპერ თასის პირველი ტურის საუკეთესოდ დასახელდა.

‘შავი ლომი’ 2023 წლის რაგბი ევროპის სუპერ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას 18 ნოემბერს, ლიმასოლში (კვიპროსი), ისრაელის ‘თელავივ ჰითთან’ გამართავს.


სხვა სტატიები