სუპერ თასი | შავი ლომი ფინალში ზედიზედ მესამედ ითამაშებს
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
რაგბი ევროპის სუპერ თასის ნახევარფინალში, "შავი ლომისა" და ესპანური "იბერიანსის" დაპირისპირება შედგა. "ავჭალის სარაგბო სტადიონზე", პირველმა ქართულმა პროფესიონალურმა ფრენჩაიზმა მეტოქე 41:0 გაანადგურა და ტურნირის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა.
რაგბი ევროპის სუპერ თასის ფინალში, "შავი ლომის" მეტოქე "თელავივ ჰითსსა" და "ბუქარესტ ვულვზს" შორის გამარჯვებული იქნება.
აღსანიშნავია, რომ "შავი ლომი" სუპერ თასის გასული ორი სეზონის ჩემპიონია და ამჯერადაც ფავორიტის სტატუსით სარგებლობს.