Midi Olympique | ლუკა მატკავა კარიერას ტოპ 14-ის გრანდში გააგრძელებს
5 თვის წინ
რაგბი
1 წთ
ფრანგულ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და "შავი ლომის" მგეზავი - ლუკა მატკავა, კარიერას "მონპელიეში" გააგრძელებს.
ავტორიტეტული ფრანგული სპორტული გამოცემა Midi Olympique აღნიშნავს, რომ "მონპელიესა" და ლუკა მატკავას შორის 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა და ახალგაზრდა ქართველი ვარსკვლავი ფრანგული კლუბის ღირსებას 2024/25 წლების სეზონიდან დაიცავს.
შეგახსენებთ, "მონპელიეს" ღირსებას ლუკა ჯაფარიძე და ვანო კარკაძე იცავენ, ხოლო რამდენიმე დღის წინ, ფრანგულმა კლუბმა ნიკა აბულაძე წარადგინა. ლუკა მატკავა მეოთხე ქართველი გახდება, რომელიც მომავალ სეზონში "მონპელიეს" ძირითად გუნდში ითამაშებს.