Belive

გლოსტერი შავი ლომის წინააღმდეგ დაირაზმა

4 თვის წინ რაგბი
1 წთ

"გლოსტერის" მთავარმა მწვრთნელმა - ჯორჯ სკივინტონმა, "შავი ლომის" წინააღმდეგ შემადგენლობა დაასახელა.

ჩელენჯ თასის მესამე ჯგუფში, პირველი მატჩი "შავი ლომისა" და ინგლისური ისტორიული კლუბის "გლოსტერის" წინააღმდეგ გაიმართება. მატჩი 17:00 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე დაიწყება.

გლოსტერის შემადგენლობა

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "გლოსტერი" თბილისში გადახალისებული შემადგენლობით ჩამოვიდა, თუმცა მათ შემადგენლობაში ერთი უძლიერესი და ლეგენდარული ინგლისელი მორაგბე - ჯონი მეი მოხვდა, რომელიც მატჩს ძირითადიდან დაიწყებს და 11 ნომერზე ითამაშებს.

გლოსტერს "შავი ლომის" წინააღმდეგ შემდეგი უძლიერესი მორაგბეები დააკლდებიან: ზაკ მერკერი, ვალ რაფავა-რუსკინი, ადამ ჰასტინგსი, ალბერტ ტუისუე, ალექს სევილე და ლუის რის-ზემიტი.

სხვა სტატიები