Belive

შვანგირაძეს 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა

5 თვის წინ რაგბი
1 წთ

საფრანგეთის Pro D2-ის მე-8 ტურში, "ნევერისა" და "ორიაკის" დაპირისპირება შედგა, რომელიც მასპინძელი გუნდის გამარჯვებით, 38:6 დასრულდა.

"ნევერის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში, "ორიაკის" ქართველმა ლიდერმა და ბოჭვების მანქანამ, ბექა შვანგირაძემ წითელი ბარათი მიიღო. სადისციპლინო კომისიამ ქართველი მესამეხაზელის წითელი ბარათის შესახებ იმსჯელა და შვანგირაძეს 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბექა შვანგირაძე რეალურად მხოლოდ 3 მატჩს გამოტოვებს და მოედანზე დაბრუნებას 1 დეკემბერს, "ბიარიცთან" გასამართ მატჩში შეძლებს, რადგან სასჯელის ვადიდან 1 მატჩი ესპუარებში - კიდევ ერთი კი ბოჭვის კურსის გავლის შედეგად გაიქვითება.

სხვა სტატიები