Belive

თედო აბჟანდაძე ორიაკის ღირსებას დაიცავს

8 თვის წინ რაგბი
1 წთ

ავტორიტეტული ფრანგული სპორტული მედია საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თედო აბჟანდაძე "ორიაკთან" 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მომავალი წლიდან ამ კლუბის ქართულ ლეგიონს შეუერთდება. საფრანგეთის რანგით მეორე საკლუბო დივიზიონის - Pro D2-ის ბინადარი სარაგბო კლუბი მომავალი სეზონისთვის გაძლიერებას გეგმავს და ამ მიზნით უკვე დაუკავშირდა 2 მორაგბეს.

Rugbyrama-ს მტკიცებით, "ორიაკს" თედო აბჟანდაძე და "პოს" ჰუკერი - არნო პუიო შეუერთდებიან. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ აბჟანდაძეს "მონტაბათან" მოქმედი კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, თუმცა, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, "მონტაბანი" მას კლუბის შეცვლაში ხელს არ შეუშლის.

აღსანიშნავია, რომ ეს არის მესამე ფრანგული სარაგბო კლუბი, რომელშიც თედო აბჟანდაძე იასპარეზებს. ახალგაზრდა ქართველი მორაგბის კარიერა "ბრივში" დაიწყო, საიდანაც "მონტაბანში" გადავიდა. 2024/25 წლების სეზონში კი თედო "ორიაკში" ითამაშებს.

სხვა სტატიები