Belive

Midi Olympique | ბექა საღინაძე პირველი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

2 თვის წინ რაგბი
1 წთ

საფრანგეთის ელიტური სარაგბო ჩემპიონატის, Top 14-ის პირველ ტურში, "მონპელიესა" და "ლიონის" დაპირისპირება შედგა. სანახაობრივი და დრამატული მატჩი, რომელშიც ოთხმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა, მასპინძლების მარცხით, 22:26 დასრულდა.

როგორც აღვნიშნეთ, მატჩში ოთხმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა. "მონპელიეს" შემადგენლობაში, დაპირისპირებაში მარქაფიდან ჩაერთო ვანო კარკაძე, რომელმაც ლელოს გატანაც შეძლო. "ლიონის" კვართით ბექა საღინაძემ, დავით ნინიაშვილმა და ბექა შვანგირაძემ ითამაშეს - ამ უკანასკნელმა სადებიუტო მატჩში ლელოს გატანაც შეძლო, რომელიც მოგვიანებით საჯარიმო ლელოდ გადაკვალიფიცირდა.

მოედანზე ორივე გუნდის შემადგენლობაში გამორჩეული იყო ბექა საღინაძე, რომელმაც უმაღლეს დონეზე იასპარეზა. ქართველი მესამეხაზელის დიდებულ თამაშს უყურადღებოდ არ ჩაუვლია და Midi Olympique-მა ბექა საღინაძე პირველი ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

Midi Olympique-ს საუკეთესო XV

15. ლეიდსი ("ლა როშელი"), 14. ამბადიანგი ("კასტრი"), 13. დეპორტერი ("ბორდო"), 12. გუდჰიუ ("კასტრი"), 11. მეგდუ ("ბაიონა"), 10. ჟალიბერი ("ბორდო"), 9. კერ-ბარლოუ ("ლა როშელი"), 8. გაზოტი ("ბორდო"), 7. საღინაძე ("ლიონი"), 6. ტიქსერონი ("კლერმონი"), 5. გაილარდი ("ლიონი"), 4. ბრენანი ("ტულუზი"), 3. ტაგი ("ბაიონა"), 2. მარშანი ("ტულუზი"), 1. ლოტრიანი ("კლერმონი").

სხვა სტატიები