Belive

მოლაპარაკებები დაწყებულია - შავი ლომი URC-ში ითამაშებს?!

6 დღის წინ რაგბი
2 წთ

საქართველომ მსოფლიო რაგბის მხარდაჭერით დაიწყო მოლაპარაკებები, რათა პირველმა პროფესიონალურმა ქართულმა ფრენჩაიზმა გაერთიანებულ სარაგბო ჩემპიონატში (URC) იასპარეზოს.

  • საქართველო დიდი ხანია აფიქსირებს, სურვილს, რომ სანაკრებო დონეზე ელიტის წევრი გახდეს და 6 ერში ითამაშოს

  • მიუხედავად სურვილისა, საქართველო ჯერ კიდევ მოწყვეტილია ევროპის უდიდეს სანაკრებო ტურნირს

  • ამ ფონზე ქართველები ცდილობენ, რომ პირველი ნაბიჯი შავი ლომის მეშვეობით გადაიდგას

საქართველომ დაიწყო აქტიური მოლაპარაკება, რათა "შავი ლომი" გაერთიანებულ სარაგბო ჩემპიონატში გაწევრიანდეს. მცდელობას მსოფლიო რაგბი მხარს უჭერს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, Mail Online ავრცელებს.

ავტორიტეტული ბრიტანული მედია საშუალება ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც საქართველოს რაგბის კავშირის მაღალი მიღწევების დირექტორის, ლევან მაისაშვილისა და პრეზიდენტის იოსებ ტყემალაძის კომენტარებიცაა.

იმ ფონზე, როდესაც სანაკრებო დონეზე 2026 წლიდან დიდ ერებთან დაპირისპირება შეგვეზღუდება და მათ მხოლოდ მსოფლიო თასზე შევერკინებით, "შავი ლომის" ისეთი დონის ტურნირში მიღება, როგორიცაა URC და ირლანდიურ, შოტლანდიურ, უელსურ, იტალიურ და სამხრეთ აფრიკულ ფრენჩაიზებთან დაპირისპირება უმნიშვნელოვანესია.

გადავწყვიტეთ რაგბი ევროპის სუპერთასი დავტოვოთ. ნაცვლად ამისა, გაჩნდა შესაძლებლობა, რომ გაერთიანებულ სარაგბო ჩემპიონატთან მოვილაპარაკოთ. ჩვენთვის ამ ტურნირზე თამაში უდიდესი სტრატეგიული მიზანია და მსოფლიო რაგბის სრული მხარდაჭერა გვაქვს.

URC-ში მიღება ქართული რაგბისთვის უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. განსაკუთრებით იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელშიც სანაკრებო დონეზე 2026 წლიდან აღმოვჩნდებით. - ლევან მაისაშვილი.
შავი ლომი ქართული რაგბის განვითარების ერთადერთი გზაა. გასული 2 წლის განმალობაში ჩელენჯ ქაფზე თამაშმა დიდი გამოცდილება შეგვძინა და ახლა დროა კიდევ უფრო დიდი გამოწვევა მივიღოთ. URC-სთან მოლაპარაკებების ეტაპზე ვართ და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ეს გზის დასაწყისია, მჯერა, რომ სწორი მიმართულებით განვვითარდებით. - იოსებ ტყემალაძე.

შეგახსენებთ, პირველი პროფესიონალური ქართული ფრენჩაიზი, "შავი ლომი" რაგბი ევროპის სუპერთასის უპირობო ლიდერი და გასული სეზონების გამარჯვებულია. ასევე, 2 წელია, რაც "შავი ლომი" ჩელენჯ ქაფზე, წამყვანი ევროპული სარაგბო კლუბების წინააღმდეგ ასპარეზობს.