Belive

ლუკა ივანიშვილი ბრისტოლ ბეარსის მორაგბეა

4 თვის წინ რაგბი
1 წთ

ბრისტოლ ბეარსმა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრი ლუკა ივანიშვილი დაიმატა.

23 წლის მორაგბეს, რომელსაც უკანა ხაზის პოზიციაზე მოქმედება ყველგან შეუძლია, ინგლისურ კლუბს შავი ლომიდან შეუერთდა.

ლუკა ახალგაზრდა, ძლიერი და მრავალფუნქციური უკანახაზელია, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია, ის ჩვენს გუნდში სიღრმეს და კონკურენციას გააძლიერებს.

ის კომფორტულად გრძნობს თავს ექვსი, შვიდი ან რვა ნომრის პოზიციიებზე, სადაც ფიზიკურობის გამოჩენა უყვარს, განსაკუთრებით დაცვაში და ბურთის დაკარგვის დროს აქტიური მოქმმედებით.

მან სამხრეთ აფრიკასთან ბოლო დროს გამართულ თამაშებში აჩვენა, თუ რა ნიჭიერია. - განცხადა ბრისტოლის სპორტულმა დირექტორმა, პეტ ლამმა
მოხარული ვარ, რომ ბეარსს შევუერთდი და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ტურნირში ვითამაშებ.

პეტ ლემთან საუბრის, კლუბის ხედვისა და ამბიციების შესახებ მოსმენისა და მსოფლიო დონის ობიექტების ნახვის შემდეგ ვიცი, რომ ეს იდეალური ადგილია ჩემი კარიერის შემდეგი ნაბიჯისთვის. - ეს კი ლუკა ივანიშვილის სიტყვებია

23 წლის მორაგბემ შავ ლომში 30 მატჩი ჩაატარა და 11 ლელო გაიტანა. ივანიშვილის საერთაშორისო დებიუტი 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე შედგა და საქართველო 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე წარმოადგინა, მას ნაკრებში 23 თამაში დაუგროვდა.

სხვა სტატიები