Belive

ჩელენჯ ქაფი | შავმა ლომმა მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა

1 დღის წინ რაგბი
1 წთ

შავმა ლომმა ჩელენჯ ქაფის მიმდინარე სეზონში პირველი და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა - მესამე ტურის მატჩში, ქართული ფრენჩაიზი მონტობანს ესტუმრა და 28:31 დაამარცხა.

შეხვედრა თავიდანვე შავი ლომის უპირატესობით დაიწყო და 7:17 მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ, ქართველმა მორაგბეემა მეორე ტაიმის სტარტზეც მეტოქეს 2 გარდასახული ლელო გაუტანეს.

ფრანგული კლუბი მატჩის გადარჩენას ეცადა, მაგრამ დარჩენილ დროში მხოლოდ სხვაობის შემცირება შეძლო და საბოლოო ანგარიში 28:31 დაფიქსირდა.

მონტობანთან შავმა ლომმა ბონუს ქულით გამარჯვება შეძლო და სატურნირო ცხრილში 5 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება.

ქართული ფრენჩაიზი ქვეჯგუფის ბოლო შეხვედრას 17 იანვარს, მიხეილ მესხზე, იტალიური ძებრეს წინააღმდეგ გამართავს და დიდია ალბათობა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ჩელენჯ ქაფის პლეი-ოფში გავიდეს, რაც ისტორიული შედეგი იქნება.