შავი ლომის ძირითადი შემადგენლობა იბერიანსის წინააღმდეგ
4 ნოემბერს, 16 საათზე, "ავჭალის სარაგბო სტადიონზე", რაგბი ევროპის სუპერთასის 2-გზის ტრიუმფატორი - "შავი ლომი" "იბერიანსის" დამარცხებას შეეცდება. რაგბი ევროპის სუპერთასის ახალი სეზონის პირველი მატჩისთვის "შავი ლომის" შემადგენლობა ცნობილია.
"შავი ლომის" რაზმი
შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ბექა მამრიკიშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. გრიგორ ქერდიყოშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე.
მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. ნიკა ხატიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. ოთარ ლაშხი, 23. სოსო მათიაშვილი.