Belive

შავი ლომი სამხრეთ აფრიკულ ტურნეზე მიემგზავრება

2 თვის წინ რაგბი
1 წთ

პირველი პროფესიონალური ქართული ფრენჩიზი, შავი ლომი სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრება, სადაც აფრიკული ტურნეს ფარგლებში 2 მატჩს გამართავს.

ქართული ფრენჩაიზი სამხრეთ აფრიკაში ადგილობრივ ტოიოტა ჩიტასს 2-მატჩიან დაპირისპირებაში შეერკინება. შავი ლომისა და ტოიოტა ჩიტასის პირველი მატჩი 17 ოქტომბერს, ხოლო საპასუხო შეხვედრა 26 ოქტომბერს გაიმართება.

აფრიკულ ტურნესთან დაკავშირებით, შავი ლომისა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ ქოქრილმა ისაუბრა და ასეთი მატჩების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მოხარულები ვართ Toyota Challenge-ს შეჯიბრში მონაწილეობის შესაძლებლობით. ჩიტასი მთელი მსოფლიოსთვის ნაცნობი ფრენჩაიზია, ტოიოტა სთედიუმი კი შესანიშნავი ადგილია რაგბის სათამაშოდ. ველოდებით თბილ დახვედრას სამხრეთ აფრიკაში და ორ რთულ თამაშს. - რიჩარდ ქოქრილი.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის ტესტებზე სამხრეთ აფრიკული ტურნეს ფარგლებში ჩიტასს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებიც დაუპირისპირდა. მატჩი ჩიტასის გამარჯვებით (24:20) დასრულდა.

სხვა სტატიები