Belive

ჩელენჯ ქაფი | შავი ლომის ძირითადი შემადგენლობა პრინციპული მატჩისთვის

1 კვირის წინ რაგბი
2 წთ

შავი ლომი ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის დასკვნით და პრინციპულ დაპირისპირებას იტალიური ძებრეს წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 17 იანვარს, 17:00 საათზე, ავჭალის სარაგბო სტადიონზე შედგება.

პრინციპული დაპირისპირებისთვის სამწვრთნელო შტაბმა შავი ლომის ძირითადი შემადგენლობა დაასახელა.

შავი ლომის რაზმი

ხაზი: 15. შალვა აფციაური, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1.ვასილ კაკოვინი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე.

მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. კახაბერ დარბაიძე, 19. გუგა ღანიაშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი სპანდერაშვილი, 22. ზაურ ლუტიძე, 23. რომა მახათაძე.

გასულ ტურში მონტობანის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, შავ ლომს პლეი-ოფში გასვლის შანსი გაუჩნდა - იმისათვის, რომ ქართულმა ფრენჩაიზმა ისტორიაში პირველად ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის პლეი-ოფში ითამაშოს, ძებრე ბონუს ქულით (მინიმუმ 4 ლელო) უნდა დაამარცხოს თანაც ისე, რომ სტუმრებმა ნუგეშის ქულა ვერ აიღონ (4 ლელოს გატანა, ან 7 და ნაკლები ქულის სხვაობით მარცხი).

სხვა სტატიები