შავი ლომი | ქართული ფრენჩაიზი ბრიტანულ ტურნეზე მიემგზავრება
7 თვის წინ
რაგბი
1 წთ
პირველი პროფესიონალური ქართული ფრენჩაიზი - "შავი ლომი" ბრიტანულ ტურნეზე მიემგზავრება, სადაც ტიტულოვან "ლესტერ ტაიგერსს" შეერკინება.
"შავი ლომი" ბრიტანულ ტურნეში 18 აპრილს გაემგზავრება და ედინბურგში დაბანაკდება, სადაც ერთკვირიან შეკრებას გაივლის. შოტლანდიური შეკრებიდან ფრენჩაიზი ინგლისში გადავა და "ლესტერ თაიგერსთან" ამხანაგური მატჩისთვის მოემზადება.
"ლესტერისა" და "შავი ლომის" ამხანაგური მატჩი 3 მაისს, თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება.
მოუთმენლად ველი ქართულ გუნდთან ერთად ჩემთვის მშობლიურ მხარეში დაბრუნებას. ‘ლესტერს’ ჩემს ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უკავია. მოთამაშის თუ მწვრთნელის რანგში, „უელფორდ როუდთან“, რომელსაც უნიკალური ისტორია და აურა აქვს, უამრავი თბილი მოგონება მაკავშირებს“.
„ეს თამაში შესანიშნავი შესაძლებლობაა ‘შავი ლომისთვის’ ჩელენჯ თასის წარმატებული, სადებიუტო სეზონის შემდეგ, კიდევ ერთხელ ითამაშოს ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბის წინააღმდეგ“. - რიჩარდ კოკერილი.