Belive

ჩელენჯ თასი 2024/2025 - შავი ლომი კვლავ ურთულეს ჯგუფში მოხვდა

4 თვის წინ რაგბი
1 წთ

პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზი ‘შავი ლომი’, EPCR-ის ტურნირ ჩელენჯ თასზე კიდევ მინიმუმ ორი წლის განმავლობაში ითამაშებს.

‘შავმა ლომმა’ ჩელენჯ თასზე პირველად გასულ, 2023/2024 წლების სეზონში ითამაშა და უელსში, ‘სქარლეთსთან’ ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვა, ინგლისურ ‘გლოსთერთან’ კი მცირე სხვაობით მარცხისთვის ბონუს ქულა მოიპოვა.

დღეს, 2 ივლისს კი ჩელენჯ თასის 2024/2025 წლების სეზონის წილისყრა შედგა, სადაც "შავი ლომის" მეტოქეები გაირკვა.

ჩელენჯ თასის 2024/25 წლების სეზონში, შარშანდელის მსგავსად 18 კლუბი მიიღებს მონაწილეობას და ისინი სამ 6-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ.

შავი ლომი C ჯგუფში: ვანსთან, ბაიონასთან, სკარლეტსთან, გლოსტერთან და ედინბურგთან ერთად იასპარეზებს.

ჯერჯერობით უცნობია მატჩების განრიგი, თუმცა შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე სულ 4 მატჩს ჩავატარებთ, შესაბამისად ორს შინ და ორს სტუმრად.

სხვა სტატიები