შავი ლომი კლერმონის წინააღმდეგ დაირაზმა
20 იანვარს, 17:00 საათზე, "მიხეილ მესხზე", პირველი პროფესიონალური ქართული ფრენჩაიზი, ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს გამართავს. "შავი ლომი" ტიტულოვან ფრანგულ კლუბს - "კლერმონს" დაუპირისპირდება და ბონუს ქულით გამარჯვების შემთხვევაში, პლეი-ოფში ასპარეზობისთვის უდიდეს ნაბიჯს გადადგამს.
პრინციპული მატჩისთვის, მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა "შავი ლომის" შემადგენლობა დაასახელა.
"შავი ლომის" რაზმი
ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. გიორგი მარგალიტაძე;
შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. დემურ ეფრემიძე, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.
მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. ალექსანდრე ჯიღაური, 22. თორნიკე კახოიძე, 23. ლუკა ცირეკიძე.