Belive

ჩელენჯ ქაფი | შავი ლომის სატურნირო შემადგენლობა ცნობილია

1 კვირის წინ რაგბი
2 წთ

"ჩელენჯ ქაფის" 2024/25 წლების სეზონისთვის, "შავი ლომის" სატურნირო შემადგენლობა დასახელდა. პრინციპული მატჩებისთვის "შავი ლომისა" და ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა 31 მოთამაშეს უხმო, საიდანაც 19 მორკინალი, ხოლო 12 ხაზის მოთამაშეა.

პირველი პროფესიონალური ქართული ფრენჩაიზი "ჩელენჯ ქაფზე" ასპარეზობას 7 დეკემბერს, "ვანის" წინააღმდეგ, "მიხეილ მესხზე" გასამართი მატჩით იწყებს. 15 დეკემბერს, "შავი ლომი" უელსში "სკარლეტსს" დაუპირისპირდება. 2025 წლის 11 იანვარს თბილისში კიდევ ერთი ფრანგული კლუბი "ბაიონა" ჩამოვა, ხოლო ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს, "შავი ლომი" 19 იანვარს, "ედინბურგის" წინააღმდეგ გამართავს.

შავი ლომის სატურნირო რაზმი

შერკინება: დათო აბდუშელიშვილი, კახაბერ დარბაიძე, ვასილ კაკოვინი, შალვა მამუკაშვილი, თენგიზ ზამთარაძე, ირაკლი ქვათაძე, გიორგი ჩხარტიშვილი, ბაჩუკი ჭუმბაძე, ნიკოლოზ ხატიაშვილი, დემურ ეფრემიძე, გიორგი ნიკოლაძე, გუგა ღანიაშვილი, ვლადიმერ ჩაჩანიძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, მიხეილ გაჩეჩილაძე, ლუკა ივანიშვილი, გიორგი სინაურიძე, გიორგი კერვალიშვილი, გიორგი ცუცქირიძე;

ხაზი: თენგიზ პერანიძე, ნოდარ დოლიძე, დავით ხუროშვილი, ლუკა მატკავა, შალვა აფციაური, ალექსანდრე თოდუა, აკაკი ტაბუცაძე, ამირან შვანგირაძე, იოანე მეტრეველი, დემურ თაფლაძე, თორნიკე კახოიძე, ლუკა ცირეკიძე.

შეგახსენებთ, "შავმა ლომმა" ტურნირზე პირველად შარშან ითამაშა და სადებიუტო მატჩში "გლოსთერს" დიდი ბრძოლა გაუმართა, სადაც 5-ქულიანი სხვაობით, 10:15 დამარცხდა. ქართულმა ფრენჩაიზმა "ჩელენჯ ქაფზე" პირველი გამარჯვება უელსში "სკარლეტსის" წინააღმდგ მოიპოვა (7:23). ჯგუფური ეტაპის დასკვნით ორ მატჩში კი "კასტრთან’ (6:28) და "კლერმონთან" (3:36) დამარცხდა.

სხვა სტატიები