სერგი აბრამიშვილმა სტად ფრანსესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
1 თვის წინ
რაგბი
1 წთ
"სტად ფრანსეს" ქართველმა ბურჯმა, სერგი აბრამიშვილმა ტოპ 14-ის ბინადარ კლუბთან კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, "სტად ფრანსეს" სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
21 წლის ქართველი ბურჯი "ხვამლის" აღზრდილია და "სტად ფრანსეს" 2021 წელს შეუერთდა. სერგი აბრამიშვილის მხარდამხარ ფრანგული კლუბის ღირსებას გიორგი მელიქიძე და ლუკა პეტრიაშვილი იცავენ.
21 წლის სერგი აბრამიშვილმა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კვართი 3 მატჩში მოირგო. როგორც აღვნიშნეთ, აბრამიშვილი "სტად ფრანსეს" 2021 წელს შეუერთდა და თავდაპირველად ესპუარებში ასპარეზობდა, თუმცა მალევე შეძლო ძირითად გუნდში დაწინაურება.