Belive

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა

9 საათის წინ რაგბი
1 წთ

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-3 შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთი 42:30 დაამარცხა.

ბორჯღალოსნებმა პირველ ტაიმში 21:9 გაიმარჯვეს, ლელოები ვანო კარკაძემ, დემურ თაფლაძემ და დავით ნინიაშვილმა დადეს, სამივე გარდასახვა კი ზუსტად შეასრულა თედო აბჟანდაძემ.

მეორე ტაიმს რაც შეეხება, აქ ფრედ 21:21 დასრულდა, ჩვენი ნაკრების მხრიდან ლელოები მიითვალეს ბაჩუკი ჭუმბაძემ, ლუკა მატკავამ და დემურ თაფლაძემ, ერთი ზუსტი გარდასახვა თედო აბჟანდაძემ მიითვალა, ხოლო 2 ლუკა მატკავას ანგარიშზეა.

საქართველოს ეროვნულმა ჯგუფში 3-დან 3 მატჩი მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა, ტურნირის 1/2-ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე ჯერჯერობით უცნობია და მისი ვინაობა ხვალ გაირკვევა.

View this post on Instagram

A post shared by Rugby Europe (@rugby_europe)

სხვა სტატიები